

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ხარაგაულის თვითმმართველობა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 70 წელს ზემოთ ასაკის მარტოხელა მოქალაქეებისთვის პროდუქტების სახლებში მიტანას უზრუნველყოფს.
ამ მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 12 000 ლარი ააიპ „სათნოების სახლს“ გამოეყო.
ხარაგაულის მერიიდან მოპოვებული ინფორმაციით, საკვებ პროდუქტებს 206 მარტოხელა მოქალაქე მიიღებს. სიები „სათნოების სახლს“ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებმა მიაწოდეს. თითოეული ბენეფიციარი 10-10 კილოგრამ პურის ფქვილს, ერთ ლიტრ ზეთს, თითო-თითო კილოგრამ მაკარონს, ბრინჯს, შაქარს, წიწიბურასა და კანფეტს მიიღებს. პროდუქტების დარიგება 2 აპრილიდან დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა