

ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა:
„ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელებისა და მზარდი გამოწვევიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიისათვის მზაობის გათვალისწინებით და იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეძლოს საზოგადოების წინაშე თავისი კონსტიტუციური ვალდებულების შესრულება, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა და მოსალოდნელი საფრთხის შემცირება, პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე“.
საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე გამოცხადდა. თუმცა, ამისთვის პარლამენტის თანხმობაა საჭირო.
საქართველო კორონავირუსის შიდა გავრცელების ეტაპზე გადადის. ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება განპირობებულია იმით, რომ მაქსიმალურად იქნას თავიდან აცილებული ქვეყნის შიგნით ეპიდემია.
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში იმოქმედებს შეზღუდვები, რომელთაგან ნაწილი უკვე შემოღებულია:
არ იზღუდება მედიის საქმიანობა, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა