

ხარაგაულის მერიაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამუშაო ჯგუფი ფუნქციონირებს.
ამ ჯგუფს მუნიციპალიტეტის მერი ნიკო თოფურიძე ხელმძღვანელობს. მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფი ყოველდღე იკრიბება და მთავრობის რეკომენდაციების შესაბამისად ახალ-ახალ დავალებებს იღებს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, ნიკო თოფურიძისგან მოპოვებული ინფორმაციით, სამხარეო ადმინისტრაციაში თათბირზე სილამაზის სალონების დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.
ხარაგაულში უკვე რამდენიმე დღეა აღარ მუშაობს სილამაზის სალონები „ნონა“, „MA&GI“ და მამაკაცთა საპარიკმახერო.
ნინო კაპანაძე
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა