

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის ფარგლებში – „იაქტიურე და ჩაერთე გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ ხარაგაულში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროექტი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის პრობლემების შესწავლას და მათ მოსაგვარებლად თვითმმართველობის, დეპუტატის ბიუროსა და გუბერნატორის აპარატის ჩართულობას.
„საიას გამოკითხვებით, ხარაგაულში გამოიკვეთა, რომ მოსახლეობისთვის ყველაზე დიდი პრობლემა ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობაა, – ამბობს დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ინგა მაღრაძე, – ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო ემზადება ხარაგაულში პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის გასვლითი სხდომისთვის. კომიტეტი, რომელიც ქვეყანაში ჯანდაცვის პოლიტიკას განსაზღვრავს, ადგილზე გაეცნობა პრობლემებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეხვედრაზე შევჯერდით, თუ როგორ დავსვათ საკითხები და პრობლემები ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე. აღინიშნა, რომ უნდა ვიმოქმედოთ თვითმმართველობასთან კოორდინირებულად, რომ გვქონდეს ზუსტი სტატისტიკა და სრულყოფილი ინფორმაცია.“
ინგა მაღრაძის ინფორმაციით, ჯანდაცვის კომიტეტის გასვლითი სხდომა ხარაგაულში, სავარაუდოდ, აგვისტოში ჩატარდება.
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა