

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, საქართველოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გთხოვთ გაითვალისწინოთ:
იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც გადმოლახეს საქართველოს საზღვარი და ექვემდებარებიან 14 დღიან თვითიზოლაციას, დაიცვან ის წესები, რაც ინფექციის გადადების საფრთხეს ააცილებს მათი ოჯახის წევრებს და სხვა თანამოქალაქეებს.
ასევე გაფრთხილებთ: იმ შემთხვევაში, თუ თვითიზოლაციაში მყოფი პირი დაარღვევს თვითიზოლაციის წესებს, იგი იძულების წესით გადაყვანილი იქნება საკარანტინო სივრცეში.
მოქალაქეებს კი გთხოვთ, გამოვიჩინოთ სიფრთხილე და ჩვენივე ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მოვერიდოთ თვითიზოლაციაში მყოფ პირებთან ახლო კონტაქტს.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი მადლობას უხდის სოფელ გედსამანიაში მცხოვრებ ნოდარ ჩადუნელს, გამოჩენილი მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო. მან გაითვალისწინა არსებული მდგომარეობა და დაგეგმილი ქორწილი გადადო.
ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას!
ფოტოზე – ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი შმაგი ხიჯაკაძე
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა