

„სიხარულთან და ბედნიერებასთან თანაზიარი ბრძოლის წელი შესრულდა დღეს, – სოციალურ ქსელში წერს ხარაგაულელი გვანცა გოგსაძის დედიკო თიკო მჭედლიშვილი, – გვინდა თქვენთან ერთად აღვნიშნოთ, რადგან თითოეული თქვენგანი ხართ გვანცას სიცოცხლის ხელშემწყობი.
დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და უთვალავჯერ ჩვენთან ყოფნისთვის და ყველა ემოციის გაზიარებისთვის.
გარეთ ვერ გავდივართ, გასაგები მიზეზის გამო. სახლში ხელნაკეთია გვანცუშას სანთელიც, სადღესასწაულო დეკორაციაც და ულამაზესი ტორტიც.
გავამხნევოთ ერთმანეთი, მოვუფრთხილდეთ თავს, გვანცასაც გამოვაჯანმრთელებთ და ვერც კორონა გაგვეკარება!“
შეგახსენებთ, რომ უკვე შვიდი თვეა, გვანცა და მისი მშობლები იტალიაში იმყოფებიან, გვანცას სამკურნალოდ.
სპინალური ამიოტროფია SMA მკურნალობს იტალიაში SPINRAZA პრეპარატით. საქართველოში ამ დაავადების მკურნალობა არ არსებობს.
ფინანსური მხარდამჭერის მსურველებს შეგახსენებთ, რომ გვანცას დედის,
თინათინ მჭედლიშვილის საბანკო რეკვიზიტებია:
თიბისი ბანკი
GE60TB7305045064300006
პირადი ნომერი 40001008198
დაბადების თარიღი 19.04.1985
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა