

ეს ინფორმაცია ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოვიპოვეთ.
თვითიზოლაციაში მყოფი ათივე პირი ხარაგაულელია და ისინი საზღვარგარეთიდან დაბრუნდნენ; მათ შორის – ორი პირი თურქეთიდან, ორი მოქალაქე – რუსეთიდან, თითო-თითო – ირანიდან, ესტონეთიდან, ჩეხეთიდან, საბერძნეთიდან და ავსტრიიდან.
თვითიზოლაციაში მყოფი ამ ათი პირის გარდა, სამი ხარაგაულელი მოქალაქე კარანტინშია.
ჩვენო ძვირფასო მკითხველებო!
თუ თქვენ იმოგზაურეთ საზღვარგარეთ უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში, საჭიროა იმყოფებოდეთ იზოლაციაში და დაიცვათ შემდეგი წესები:
საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში: ტემპერატურა 38 და ზევით, სუნთქვის გაძნელება, ხველა, ყელის და თავის ტკივილი, დარჩით ბინაზე იზოლაციაში და დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო სამსხური 112, მიაწოდეთ ინფორმაცია სამედიცინო პერსონალს თქვენი ჯანმრთელობისა და მოგზაურობის ისტორიის შესახებ, აგრეთვე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალურ ცენტრს, დირექტორი შმაგი ხიჯაკაძე – 577927267 ეპიდემიოლოგი, გულნაზი ვეფხვაძე – 593 78 84 03
გისურვებთ ჯანმრთელობას!
რამაზ ბლუაშვილის ფოტო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა