

პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, პარლამენტში დარეგისტრირდა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ.“
ამ ცვლილების მიხედვით, საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30
პარლამენტის წევრისაგან.
იცვლება მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები. 30 მაჟორიტარიდან იმერეთს ოთხი მაჟორიტარი ეყოლება.
მაჟორიტარული ოლქები შემდეგნაირად დაჯგუფდება: ქუთაისის მუნიციპალიტეტი; საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები; ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები; სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტები.
სრული ინფორმაცია იხილეთ აქ.
ფოტოზე: პარლამენტის ბიუროს სხდომა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა