

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში საგანგებო მდგომარეობაა. ადგილობრივების გადმოცემით, ორშაბათს, 9 მარტს, იტალიდან ამ სოფელში დაბრუნდა ქალი, რომლის მეუღლის დაკრძალვაც ხვალ არის.
იტალიიდან სამი დღის დაბრუნებული ქალბატონი თვითიზოლაციაში არ იმყოფება. მეზობლები ამ მდგომარეობის გამო შეშინებულები არიან. იტალიდან დაბრუნებული ქალბატონი ოჯახის წევრებისა და ახლობლების გარემოცვაშია.
ამ ფაქტის გამო დაკავშირებას შევეცადეთ ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის უფროს შმაგი ხიჯაკაძესთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროს გოჩა გიორგიძესთან. თუმცა მათთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. დამატებითი ინფორმაციას მოპოვებისთანავე გაცნობებთ.
ლაურა გოგოლაძე
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა