

რიკოთის ავტობანის მშენებელი ჩინური კომპანიის ექიმ ალექსანდრე ბარბაქაძისგან მოპოვებული ინფორმაციით, ჩინეთიდან ახალჩამოსული ცხრა მოქალაქე ბორითში ისევ კარანტინში რჩება.
ექიმი ამბობს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას დღეში ორჯერ ამოწმებს და ყველა კარგადაა. ავტობანის მშენებლობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ოთხი დღის წინ ჩინეთის მოქალაქეების ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსვლას და ვაშლევის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ განთავსებას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მშენებელ ჩინურ კომპანიებს მოსთხოვა, რომ დამატებითი მუშახელი ჩინეთიდან აღარ ჩამოიყვანონ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა