

ამ თემაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტში შეხვედრა დღეს გაიმართა.
შეხვედრაში ჯანდაცვის სამინისტროსა და იმ ჩინური კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომლებიც საქართველოში გზებს აშენებენ.
კომპანიებმა წარადგინეს ინფორმაცია, თუ როგორ იცავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს ვირუსის პრევენციისა და საკარანტინო პირობების დაცვასთან მიმართებაში.
„დღეს მივიღეთ დეტალური ინფორმაცია კომპანიების მხრიდან, თუ როგორ ასრულებენ ყველა აუცილებელ რეკომენდაციას დაავადების პრევენციისათვის. ვთხოვეთ ჯანდაცვის სამინისტროს არსებული მონიტორინგის კიდევ უფრო გაძლიერება, რის საფუძველზეც მომზადდება დასკვნა. მანამდე მოვთხოვეთ ჩინელ კონტრაქტორებს, რომ შეაჩერონ ჩინეთის მოქალაქეების შემოყვანა საქართველოს ტერიტორიაზე,“ – აღნიშნა საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ქარსელაძემ.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, საკითხის დეტალურად შესწავლის საფუძველზე, შეიმუშავებს ინდივიდუალურ რეკომენდაციებს კომპანიებისათვის და დამატებით მონიტორინგს განახორციელებს მათ შესრულებაზე, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს დაავადების პრევენციის ყველა წესი.
„მოვისმინეთ ინფორმაცია თუ როგორ ხორციელდება მართვის და კარანტინში განთავსების საკითხები. უკვე გადავწყვიტეთ, რომ შედგება დამატებითი ჯგუფები ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით, რომლებიც ადგილებზე გაეცნობიან არსებულ ვითარებას და გასცემენ შესაბამის რეკომენდაციებს,“ – აღნიშნა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა ეკა გოლიაძემ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში