

დღეს დილით უბისაში, რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე, სამშენებლო ობიექტი ჩამოინგრა. ავტობანის უბისა-შორაპანის მონაკვეთს ჩინური კომპანია „China Road and Bridge Corporation“ ააშენებს.
ნგრევაში სამი დასაქმებული მოჰყვა. მათგან ორი მსუბუქად დაშავდა, ხოლო ერთი დასაქმებულის მდგომარეობა მძიმეა.
დაშავებულები ქუთაისისა და ზესტაფონის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ჩინურ კომპანიასთან დასაქმებულებს დაწყებული აქვთ კოლექტიური შრომითი დავა. შრომის უსაფრთხოების და შრომითი პირობების უხეში დარღვევის ფაქტები პროფკავშირის მხრიდან უკვე იდენთიფიცირეულია და მიმდინარეობს მედიაციის პროცესი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა