

ქართულ თაფლში ანტიბიოტიკებით დაბინძურების მაჩვენებელი 54%-იდან 8%-მდე შემცირდა. საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების თავმჯდომარის, ალეკო პაპავას, ინფორმაციით, კვლევები მსოფლიოს წამყვან ლაბორატორიებში ჩატარდა.
„თაფლი ქიმიური ნივთიერებებისგან თავისუფალი უნდა იყოს. ქართველ მეფუტკრეებს წლების განმავლობაში ვაწვდიდით ინფორმაციას, რომელი პრეპარატები უნდა გამოეყენებინათ ფუტკრის მოვლისათვის. დავამზადეთ შესაბამისი ბროშურები და მეფუტკრეებს დავურიგეთ.
სწორედ ამის შედეგია, რომ ქართული თაფლის მოთხოვნა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში იზრდება. წელს პირველად საქართველოს შვიდი რეგიონიდან (აჭარა, სამეგრელო, გურია, იმერეთი, რაჭა, ლეჩხუმი, მესხეთი) ქართული თაფლი იაპონიასა და კანადაში გავიდა ექსპორტზე. უახლოეს მომავალში შესაძლებელია ქართული თაფლი დიდ ბრიტანეთსა და საუდის არაბეთში გაიყიდოს“, – ამბობს ალეკო პაპავა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა