

ჩხერიმელამ, ხარაგაულის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიასთან, მდინარისაგან დამცავი კედელი ჩამოშალა და ელექტროენერგიის გადამცემ ორ საყრდენს ძირი გამოუთხარა.
ამის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ დაბა ხარაგაულში რიყისა და რკინიგზის უბნების, სოფელ ჩხერის, ჯაფაროულის და ბაზალეთის რკინიგზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას.
მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ამ წუთებში ორივე ელექტროსაყრდენი საავტომობილო გზის მეორე მხარეს გადააქვთ.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს თეონა გეგუჩაძის ინფორმაციით, აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა