

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ახორციელებს საქველმოქმედო აქციას, სახელწოდებით „ჩემი ბაღისთვის“.
აქცია გამიზნულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი საბავშვო ბაღებისთვის, მათი აღსაზრდელებისა და აღმზრდელ-პედაგოგებისთვის (მხარდამჭერი ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება).
აქციაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისთვისაც სკოლამდელი განათლება მნიშვნელოვანია; უყვარს და ენატრება ის ადგილი, სადაც ბავშვობის დაუვიწყარი წლები გაატარა.
აქციაში ჩასართავად შეგიძლიათ შეიძინოთ თუნდაც ერთი საბავშვო წიგნი და თქვენთვის სასურველ საბავშვო ბაღს უსახსოვროთ.
აქცია 5 თებერვალს დაიწყება და 20 თებერვლამდე გაგრძელდება.
წიგნები შეგროვება მიმდინარეობს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში (9 აპრილის ქ. N15). რესურსცენტრში მიაკითხეთ სკოლამდელი განათლების სპეციალისტ ნათია კაციტაძეს.
მადლობა, რომ ზრუნავთ თქვენი სოფლისთვის, თქვენი ქვეყნისთვის, თქვენი ბაღისთვის!
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში
ფოტოზე ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, 2017 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში