

სერტიფიცირების მსურველთათვის ელექტრონული რეგისტრაცია განათლების სამინისტროს ვებგვერდზე დღეს, 3 თებერვალს დაიწყო და 17 თებერვლამდე გაგრძელდება.
სერტიფიცირება ორი ნაწილისაგან შედგება – ტესტირება და გასაუბრება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია უმაღლესი განათლების მქონე პირს, რომელსაც მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, აქედან, განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთი წლის სტაჟი აქვს.
ტესტირება ელექტრონული ფორმით ჩატარდება. კონკურსანტის კომპეტენცია და უნარები წარმატებით დაძლეულად ჩაითვლება ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ის დაგროვების შემთხვევაში. კონკურსანტი შეფასებას ტესტის დასრულებისთანავე შეიტყობს. ტესტირების წარმატებულად გავლის შემდგომ კი გასაუბრების ეტაპზე გადავა.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ეს პროცესი ყველა სკოლის დირექტორს არ ეხება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 25 საჯარო სკოლის დირექტორიდან 18 სერთიფიცირებულია. არასერთიფიცირებული, დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მხოლოდ 7 სკოლას ჰყავს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა