

გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან მოპოვებული ინფორმაციით, 2020 წელს ხარაგაულში ფარცხნალისა და საქარიქედის გაზიფიცირება იგეგმება. სამუშაოებს გაზაფხულიდან დაიწყება.
ხარაგაულში გასულ წელს კიცხისა და ლაშის გაზიფიცირება დაიწყო. გაზსადენის მოწყობის სამუშაოებს შპს „ბილდინგ დეველოპერი“ ახორციელებს. კომპანიის საქმისმწარმოებლის, თამაზ ქემხაძის, ინფორმაციით, სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.
„ბოლო დეტალებს ვაზუსტებთ. კიცხში მშენებლობას მოვრჩით, ახლა ლაშეში ვმუშაობთ. გაზის ტრანსპორტირების კომპანიას დასრულებულ გაზსადენს რამდენიმე დღეში ჩავაბარებთ. დაქსელვის სამუშაოებს კი „სოკარ ჯორჯია გაზი“ განახორციელებს“, – ამბობს თამაზ ქემხაძე.
„შპს „ბილდინგ დეველოპერის“ მიერ სამუშაოების დასრულების შემდეგ „სოკარ ჯორჯია გაზი“ გაზსადენის მონიტორინგს ჩაატარებს და თუ ხარვეზი გამოვლინდება, მშენებელი კომპანია ვალდებულია, გაასწოროს. ამის შემდეგ დავიწყებთ შიდა დაქსელვისა და ოჯახებში ბუნებრივი აირის შეყვანის სამუშაოებს“, – ამბობს „სოკარ ჯორჯია გაზის“ ზესტაფონის ფილიალის მენეჯერი ლევან აბაშიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა