

12 ნოემბერს ხუნევისა და ბორითის საჯარო სკოლების ეკოკლუბების მოსწავლეები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში იმყოფებდნენ.
მოსწავლეები ეკოკლუბების ლიდერ მასწავლებელ რაგული კალანდაძესთან ერთად ეროვნული პარკის სათაო ოფისს ეწვივნენ.
ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტმა ნინო ავეტისიანმა მათ წარუდგინა პრეზენტაცია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნების შესახებ; გააცნო ეროვნული პარკის ტურისტული ბილიკები, ინფრასტრუქტურა, რეინჯერთა საქმიანობა, დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა.
მოსწავლეებმა დალაშქრეს ეროვნული პარკის 12 ბილიკიდან ერთ- ერთი – ნაკვალევის ბილიკი, დაათვალიერეს ქვაბისხევის კანიონი და მოილოცეს წმინდა მარიამის ეკლესია ქვაბისხევში და მწვანე მონასტერი ჩითახევში.
ეკოკლუბელების „მწვანე სამყაროსა“ და „მომავლის მცველების“ წევრებს შეხვდნენ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერები.
ეკუკლუბელებისთვის ყველაზე საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა ღვაწლმოსილი რეინჯერის კუკური სარალიძის ბიოგრაფიის გაცნობა და მისი სახელობის ტურისტთა თავშესაფარ „კუკურას ქოხის“ მონახულება.
შემეცნებით-საგანმანათლებლო ტური პატარა ეკოლოგებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ხელს უწყობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა