

დამდეგი 2020 წელი მიულოცა და ტკბილეულით დაასაჩუქრა ხარაგაულელი მეხანძრე-მაშველები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან გიორგაძემ.
„ღმერთმა თქვენი თავი არ დაგვაჭირვოს, მაგრამ სანაქებო და საიმედოები ხართ არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველა ხარაგაულელისთვის, – მიმართა რუსუდან გიორგაძემ მეხანძრე-მაშველებს, – სიკეთეს და წარმატებებს გისურვებთ. დილაადრიან სახანძროს შენობასთან რომ ჩამოვივლი, თქვენი მოსალმებით გამოხატული დადებითი ემოცია მთელი დღე მიმყვება.“
ხარაგაულის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა მიხეილ ბუაჩიძემ და მეხანძრეებმა საჩუქრებისთვის რუსუდან გიიორგაძეს მადლობა გადაუხადეს.
საკრებულოს წევრებმა პაატა გოგოლაძემ და შალვა ლურსმანაშვილმა მეხანძრე-მაშველების პროფესიის სირთულესა და მათ თავდადებაზე ისაუბრეს, მშვიდობიანი ახალი წელი უსურვეს და მადლობა გადაუხადეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა