

დღეს, 23 დეკემბერს, ხარაგაულის კინოთეატრში კონკურსის „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ ფინალი გაიმართა.
ფინალურ შეხვედრაში ზონალურ ტურებში გამარჯვებული ბორის, ვერტყვიჭალის, მოლითის, ხარაგაულის #3 საჯარო სკოლებისა და სასულიერო გიმნაზიის გუნდები მონაწილეობდნენ.
კონკურსში სასულიერო გიმნაზიის გუნდმა გაიმარჯვა. გუნდის კაპიტან საბა ებანოიძეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკო თოფურიძემ თასი გადასცა. გუნდის წევრები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. მერი ფინალში მონაწილე გუნდებს გაზაფხულზე ბათუმში ექსკურსიის დაფინანსებას დაჰპირდა.
კონკურსი „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ 2013 წლიდან „ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ (დირექტორის გრიგოლ ჭიპაშვილი) ორგანიზებით იმართება.


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში