

ამ წუთებში ხარაგაულის სპორტულ დარბაზში მოსწავლეთა შორის ჭადრაკში რაიონული პირველობა ტარდება.
შეჯიბრების ორგანიზატორია ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი (დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი). ამ ცენტრის პროგრამების მენეჯერის, ვეფხვია ღონღაძის ინფორმაციით, რაიონულ პირველობაში კიცხის, ვარძიის, ბორის, ხუნევის, ვაშლევის, ღორეშის, საღანძილის, ხარაგაულის #2 და #3 სკოლების 36 მოსწავლე მონაწილეობს.
შეჯიბრება ორ ასაკობრივ ჯგუფში – I-VI და VI-XII კლასების მოსწავლეებს შორის ტარდება.
გამარჯვებულები სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა