

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტით ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების სუბსიდია 91 ათასი ლარით იზრდება.
ამის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა საკრებულოს ბიუროს 16 დეკემბრის სხდომაზე ისაუბრა.
ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში აღმზრდელებისთვის ხელფასების ზრდა 2020 წლის სექტემბრიდან იგეგმება.
„ხელფასები 100-100 ლარით გაიზრდება, მაგრამ არა ყველა აღმზრდელის, – ამბობს ვლადიმერ გელაშვილი, – ზოგი აღმზრდელი დამატებით 100 ლარს მიიღებს, ზოგი – 70 ლარს, ზოგი – 50 ლარს. ეს დამოკიდებული იქნება ჯგუფში აღსაზრდელთა რაოდენობაზე. ის აღმზრდელი, რომელსაც 5 ბავშვი ჰყავს ჯგუფში და ის, ვისაც – 25, ერთნაირ ანაზღაურებას არ უნდა იღებდნენ. ფინანსთა სამინისტროში ბიუჯეტის პროექტის განხილვისას გვითხრეს, რომ ეს საკითხი სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებამ თავად უნდა დაარეგულიროს“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა