

ცენტრალური ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურული პროექტების შესასრულებლად გამოყოფილი თანხა ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 661 600 ლარით შეუმცირდა, რაც კონკრეტული პროექტების შეუსრულებლობითაა გამოწვეული.
ეს თანხა მოლითში, ბაბში, წყალაფორეთში, ლეღვანსა და საბეში გზების დასაგებად იყო განსაზღვრული.
661 600 ლარის დაკარგვამ ხარაგაულის საკრებულოს სხდომაზე ვნებათაღელვა გამოიწვია.
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ცენტრალური ბიუჯეტიდან განსაზღვრული 9 509 ათასი ლარიდან მხოლოდ 3 850 ათასი ლარია გახარჯული“, – ამბობს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი.
ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის განსაზღვრული თანხების აუთვისებლობა არაკეთილსინდისიერი მშენებელი ორგანიზაციების მიმართ მერიისგან დაგვიანებულმა რეაგირებამ გამოიწვია.
გთავაზობთ ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის სიტყვას
ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე სოციალურ ქსელში ამ ინფორმაციას აქვეყნებს:
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური
2026-2027 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო