

მიმდინარე წლის 10 ივნისს სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გაკეთებული მოთხოვნით დაგეგმილია მაღალი ძაბვის ქვესადგურის „მოლითი-წევას“ გამორთვა პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით. სამუშაოები 10:00 საათიდან 16:30 საათამდე გაგრძელდება და ამ პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაახლოებით 1 870 აბონენტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვახანი, ბაბი, დეისი, ზედუბანი, სერბაისი, ქვები, ჭარტალი, მოლითი, ანიულა, ზვარე, ჩრდილი, ნუნისი, ნებოძირი, ბეჟათუბანი.
სამუშაოების დასრულებისთანავე ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა