

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 8, 9 და 10 ნოემბერს თბილისსა და ბათუმში მდებარე რამდენიმე კინოთეატრში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ( And then we danced) პრემიერა გაიმართება.
ბოლო დღეებში რამდენიმე სასულიერო და საერო პირმა (ორგანიზაციამ) საჯაროდ გააკეთა განცხადება, რომ კინოთეატრებში პრემიერას ჩაშლიან.
იმ პირთა ნაწილი, ვინც ფილმის პრემიერის ჩაშლის შესახებ განცხადება გაავრცელა, უახლოეს წარსულში შემჩნეულია ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობასა და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების ხელშეშლაში.
აქედან გამომდინარე, ქარტიის საბჭო მოუწოდებს:
ქარტიის საბჭო, ასევე, მიმართავს მედიის წარმომადგენლებს, მაქსიმალურად აღიჭურვონ ამომცნობი, მაიდენტიფიცირებელი ნიშნებით (ბეიჯით, ჟილეტით და ა.შ.), რათა სამართალდამცავებმა საჭიროების შემთხვევაში მარტივად შეძლონ მათი ამოცნობა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და იმ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროება იქნება, მზად არის ჟურნალისტებს გაუწიოს კონსულტაცია და დახმარება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა