

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლის გუნდებს შორის „მხიარულ სტარტებში“ შეჯიბრება გაიმართა. მასში ხუთი სკოლის გუნდი ჩაერთო.
ფინალში ერთმანეთს ხევისა და ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის გუნდები შეხვდნენ. „მხიარული სტარტების“ გამარჯვებული ხარაგაულის #2 სკოლა გახდა. შეჯიბრება ხარაგაულის სპორტულ დარბაზში ჩატარდა.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ხარაგაულში 18 ოქტომბერს გეზრბენით დაიწყო. შეჯიბრში პირველ ადგილი გოგონებსა და ვაჟებში ხევის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.
წელს ხარაგაულში ოლიმპიადის მუნიციპალური ტური სპორტის რვა სახეობაში (მინი ფეხბურთი, კალათბურთი, გეზრბენი, ბადმინტონი, ხელბურთი, ფრენბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, მხიარული სტარტები) ჩატარდება.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, უკვე მე-5 წელია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება.
ოლიმპიადა ხარაგაულში მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა (უფროსი ირინე ჩხეიძე) და ხარაგაულის სპორტისა და ტურიზმის ცენტრის (დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი) ხელშეწყობით ტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა