

არასამთავრობო ორგანიზაციები „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)“ და „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)“ 12-18 წლის ასაკის ბავშვებს ონლაინ (კიბერ) ბულინგისა და ძალადობის პრევენციის თემაზე კონფერენციის დასაგეგმად და მონაწილეობის მისაღებად იწვევენ.
კონფერენციის მიზანია, ბავშვების ჩართულობით, მათი მოსაზრებებისა და რჩევების გაზიარებით, გაიზარდოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოს მუშაობის ეფექტურობა; ბავშვების რეკომენდაციების გათვალისწინებით გამარტივდეს პრობლემასთან გამკლავება და ბავშვთა დაცვის ეფექტური მექანიზმები შემუშავდეს.
კონფერენცია გაიმართება 15 ნოემბერს, თბილისში და მასში საქართველოს მასშტაბით 50-მდე ბავშვი მიიღებს მონაწილეობას (30 – თბილისიდან და 20 – რეგიონებიდან). რეგიონებიდან ჩამოსულთათვის მგზავრობის ხარჯები უზრუნველყოფილი იქნება.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაგზავნონ ონლაინ წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე – info@gcrt.ge
საჭირო ინფორმაცია:
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა