

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების მკურნალობისა და დახმარებისთვის ბიუჯეტში 2019 წელს დაგეგმილი ხარჯები არასაკმარისია. მოქალაქეებზე უკვე გაცემული საგარანტიო ვალდებულებების დასაფარავად მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურმა 35 ათასი ლარის დამატება მოითხოვა. ამ სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე ამბობს, რომ მოსახლეობის მიმართვიანობა, მკურნალობის თანადაფინანსების მოთხოვნით, შარშანდელთან შედარებით გაიზარდა.
17 ოქტომბერს განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილებით, მოქალაქეთა მკურნალობისა და ერთჯერადი დახმარებების ოდენობა 35 ათასი ლარით იმ თანხიდან იზრდება, რომელიც, საგრანტო დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, ხარაგაულში დღის ცენტრის ამოქმედების თანადაფინანსებისთვის დაიგეგმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა