

დღეს, 9 ოქტომბერს, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, ნიკო კეცხოველის სასკოლო პროექტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის (CENN) რეგიონალური კოორდინატორი იმერეთში მაია კეზევაძე კონკურსში ჩართულ პედაგოგებს პროექტის მომავალი წლის გეგმებსა და აქტივობებზე ესაუბრა.
პროექტში 2019 წელს ხარაგაულიდან რვა სკოლა მონაწილეობდა. 2020 წელს კონკურსში თოთხმეტი სკოლა ჩაერთვება.
მაია კეზევაძემ პროექტში ახალჩართული სკოლებისათვის კონკურსში მონაწილეობის წესებზე, ქულების დაგროვებასა და ერთობლივი აქტივობების დაგეგმვის მეთოდებზე ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, კონკურსის ნახევარფინალი მაისში, ხოლო ფინალი დედამიწის საერთაშორისო დღეს – 5 ივნისს ჩატარდება.
ხარაგაულში პროექტის კურატორები ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თეა ტალახაძე და ამავე სკოლის მოსწავლე გიგა ხიჯაკაძე იქნებიან.
შეხვედრაზე კონკურსში ჩართულ სკოლების წარმომადგენლებს საინფორმაციო პოსტერები და გუნდის თითოეული წევრისათვის ბლოკნოტები გადაეცათ.
კონკურსის ორგანიზატორია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN). პროექტი ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით (Austrian Development Cooperation) ხორციელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა