

ხარაგაულში, სოფელ ზვარეში 5 ოქტომბერს, 12:00 საათზე დოღი დაიწყება. ზვარეს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის, ბესიკ დალალიშვილის ინფორმაციით, ზვარეში დოღის ჩატარების სურვილი ხუთი წლის წინ სოფლის ახალგაზრდებმა გამოთქვეს.
დოღის მიმდინარეობისას უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული. ამ ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულია ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი, კულტურისა და ხელოვნების ცენტრი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.
დოღში გამარჯვებულებისთვის კურორტ „სამთა ნუნისის“ ადმინისტრაციამ 300 ლარი გამოყო. ამ თანხით 150 ლარის ქერს დოღში პირველ ადგილზე გასული ცხენისთვის შეიძენენ, 100 ლარის ქერს – მეორე ადგილზე გასული ცხენისთვის, ხოლო 50 ლარისას – მესამე ადგილზე გასულისთვის.
ბესიკ დალალიშვილის ინფორმაციით 50 ლარის ქერით დაჯილდოვდება „ვეტერანი“ ცხენი „ქურანა.“
დოღში მონაწილეობის მსურველები რეგისტრაციისთვის ტელეფონით უნდა დაუკავშირდეთ ბესიკ დალალიშვილს შემდეგ ნომერზე – 593 11 19 18.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა