
ილია ჭავჭავაძის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრი 12 ოქტომბერს ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გამართავს სამოქალაქო ჩართულობის ინოვაციური პროექტის „საღი აზრი: სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის პირისპირ“ მასტერკლასებს.
პროექტის ფარგლებში მონაწილეები შეხვდებიან საზოგადოებისთვის ცნობილ ექსპერტებს და ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებასთან ერთად შეძლებენ ჩაერთონ დისკუსიებში აქტუალური თემების გარშემო, მიეღონ მონაწილეობა დებატების წარმართვის და საჯარო გამოსვლების სიმულაციაში. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ქუთაისში მასტერკლასებს გაუძღვნენ ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი, ცენტრის დირექტორი ნინო კალანდაძე, პროფესორი მარიამ გერსამია.
სამოქალაქო ჩართულობის პროექტი ხორციელდება ეტაპობრივად, საქართველოს ყველა რეგიონში.
შერჩეული მონაწილეები ესწრებიან სხვადასხვა მასტერკლასებს შემდეგ სფეროებში:
მასტერკლასებში მონაწილეობა უფასოა. პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით.
გახდი ეროვნული პროექტის „საღი აზრი – სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის პირისპირ“ სერტიფიცირებული მონაწილე!
მასტერკლასებში მონაწილეობის მსურველები დაუკავშირდით მარიამ გერსამიას ტელეფონით – 577 17 11 07.
ფოტოებზე: ბათუმსა და ახალციხეში გამართული მასტერკლასების მონაწილეები
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის, საბავშვო და რამდენიმე
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე
კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი, „სამეცნიერო მოგზაურობა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანინგანმა პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება