

ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რიკოთის ავტომაგისტრალის მშენებლობა, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობაზე თანხების გადატანის გამო შეჩერდება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი უარყოფს:
„რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის პროცესი არათუ არ შეგვიჩერებია, არამედ უკვე გვყავს კონტრაქტორები შერჩეული. ორ მონაკვეთზე კონტრაქტორები გამოვლენილი გვყავდა შარშან წლის ბოლოს და წელს ძალიან აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. ალბათ ყველა ადამიანი, ვინც მგზავრობს ამ გზით, თვითონ თვალნათლივ ხედავს მიმდინარე სამუშაოებს. ეს პროექტი ნამდვილად არ არის შეჩერებული და მიმდინარეობს საკმაოდ კარგი ტემპით. რიკოთის საუღელტეხილო გზის მონაკვეთები ეტაპობრივად 2021-2022 წლებში დასრულდება.
მაგისტრალის ამა თუ იმ მონაკვეთის მშენებლობის დაწყება არანაირად არ ნიშნავს მეორე მონაკვეთის შეჩერებას; პირიქით, ბევრად უფრო მეტ პროექტს განვახორციელებთ წლიდან წლამდე. ქვეშეთი-კობის პროექტის დასრულებას 2023 წლისთვის ვვარაუდობთ“,- აცხადებს ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა