

საარჩევნო ადმინისტრაციის ინიციატივით მთელი ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო კამპანია „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ მიმდინარეობს. კამპანია მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციასა და ამომრჩევლებს შორის კომუნიკაციის გაძლიერებას, საარჩევნო ცნობიერების ზრდას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას.
საინფორმაციო კამპანია „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ ხარაგაულში 25 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გასტანს.
ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები ხარაგაულელებს საარჩევნო უფლების, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ სერვისებსა და საარჩევნო/საგანმანათლებლო პროგრამებზე ესაუბრნენ. დაურიგეს საინფორმაციო ფლაიერები.
სწავლების ცენტრის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობით 27 სექტემბერს ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა