

ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას, დაბადების დღე ხარაგაულელებმა ბორითში, მისი დაღუპვის ადგილას, აღმართულ მონუმენტთან აღნიშნეს.
წელს მერაბ კოსტავა 75 წლისა გახდებოდა. სიმბოლურია, რომ სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლი რაინდი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, დაიბადა.
მერაბ კოსტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ ბორითის კულტურის სახლში ხარაგაულის ხალხური შემოქმედების სახლის (დირექტორი დალი მაღრაძე) ძალებით გაიმართა საზეიმო კონცერტი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს მიეძღვნა.
კონცერტში მონაწილეობდნენ ბავშვთა ფოლკლორული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „საუნჯე“ და ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „კახორი“ (ლოტბარი მაია მაღრაძე, ქორეოგრაფი რომან ბუაჩიძე).
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა