

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ღორეშა-ბაზალეთის გზის სარეაბილიტაციოდ განმეორებით გამოცხადებული ტენდერი შედგა.
ამჟამად შერჩევა-შეფასების პროცესი მიმდინარეობს. სამშენებლო კომპანია შპს „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ამ გზის რეაბილიტაციას 8 730 100 ლარად აპირებს.
ივნისში გამოცხადებული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა იმის გამო, რომ მასში მონაწილე მშენებელს დისკვალიფიკაცია მიენიჭა. განმეორებითი ტენდერი, ისევე როგორც წინა, 9 403 676 ლარზე იყო გამოცხადებული.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ღორეშა-ბაზალეთის გზის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ წელიწადში უნდა დაასრულოს.
დაგეგმილია 10 570 მეტრი გზის მობეტონება, მდინარე ყარნებაზე ახალი ხიდის აგება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა