

ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ინიციატივით, ხვალ, 11 სექტემბერს, 12:00-დან 13:00 საათამდე ხარაგაულის შემოსასვლელიდან ცენტრამდე ველორბოლა მოეწყობა.
„ამ აქციით ხარაგაული შეუერთდება კლიმატის ცვლილების საერთაშორისო დღეს და ჩვენ წვლილს შევიტანთ ბუნებაზე მზრუნველობაში, – ნათქვამია ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ეკო-კლუბ „მწვანე სამყაროს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, – აქციაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც ჰყავს ველოსიპედი, იცის მისი მართვა და უყვარს ბუნება.
გთხოვთ, შემოგვიერთდეთ და ხვალ დილის 120:00 სთ-ზე მობრძანდეთ ხანდებში, დევების ქანდაკებებთან!“
2019 წლის 11 სექტემბერს, ჰელსინკის ინიციატივით, კლიმატის ცვლილების საერთაშორისო დღე პირველად აღინიშნება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა