

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანში 3 სექტემბერს, სავარაუდოდ, გაუმართავი შიდა ელექტროგაყვანილობის გამო, მალხაზი მხატრიშვილის სახლს ცეცხლი გაუჩნდა.
„ხანძრის შესახებ სახანძრო-სამაშველო სამსახურს დაუყოვნებლივ შევატყობინეთ, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ვახანის ტერიტორიულ ერთეულში გია სებისკვერაძე, – თუმცა, მალხაზი მხატრიშვილის სახლი, სამწუხაროდ, მთლიანად დაიწვა. მეხანძრეებმა, ოპერატიული რეაგირებით, გვერდით მდგომი სახლის ხანძრისგან დაიცვა შეძლეს. ხანძრით დაზარალებულ ოჯახს სწორედ ამ სახლში გამოეყო დროებითი თავშესაფარი“.
მალხაზი მხატრიშვილის ოჯახი რვასულიანია. ჰყავთ ექვსი მცირეწლოვანი შვილი. მათ შორის უფროსი 16 წლისაა, ხოლო უმცროსი – წლინახევრის.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თემურ ჩხეიძისგან მოპოვებულიინფორმაციით, ხანძრით დაზარალებული მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად თანხა მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა. რა თანხით დაეხმარებიან მალხაზი მხატრიშვილის ოჯახს, დღეს დღის ბოლომდე დაზუსტდება.
ფოტო „ჩემი ხარაგაულის“ არქივიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა