

ხვალ, 30 აგვისტოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანში ტრადიციული დოღი და ქართული ჭიდაობის ტურნირი გაიმართება.
დოღი ვახანში 1989 წლიდან იმართება, ხოლო ჭიდაობის ტურნირი – 1991 წლიდან. ტურნირი უკვე მეშვიდე წელია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპული რეინჯერის მერაბ არევაძის ხსოვნას ეძღვნება.
ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის პროგრამების მენეჯერის, ვეფხვია ღონღაძის, ინფორმაციით, ჭიდაობის ტურნირი წელს სამ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართება და მასში 2004-2006, 2007-2009 წლებში დაბადებულ მოჭიდავეებთან ერთად უფროსი ასაკის მონაწილეებიც ჩაერთვებიან.
დოღი და ჭიდაობის ტურნირი ვახანის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლების, სოფლის აქტივისტების, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა (უფროსი ირინე ჩხეიძე) და სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის (დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი) მხარდაჭერით ტარდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა