

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ღორეშა-ბაზალეთის გზის სარეაბილიტაციოდ ტენდერი 16 აგვისტოს განმეორებით გამოაცხადა.
ივნისში გამოცხადებული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა იმის გამო, რომ მასში მონაწილე მშენებელს დისკვალიფიკაცია მიენიჭა. განმეორებითი ტენდერი, ისევე როგორც წინა, 9 403 676 ლარზეა გამოცხადებული. წინადადებების მიღება 2-დან 6 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ღორეშა-ბაზალეთის გზის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ წელიწადში უნდა დაასრულოს.
დაგეგმილია 10 570 მეტრი გზის მობეტონება, მდინარე ყარნებაზე ახალი ხიდის აგება.

გთავაზობთ ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის სიტყვას
ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე სოციალურ ქსელში ამ ინფორმაციას აქვეყნებს:
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური
2026-2027 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო