

საგანმანათლებლო რესურსცენტრებს სკოლამდელი განათლების მიმართულებით სპეციალისტები ემატებათ.
ამ მიზნით კონკურსები უკვე გამოცხადდა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე www.hr.gov.ge
საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის ახალი შტატების დამატების მიზანი სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაა.
სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტს, თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, ადგილობრივი საჭიროებების განსაზღვრა დაევალება; მანვე მშობლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს კონსულტაცია უნდა გაუწიოს სკოლამდელი განათლების საკითხებზე; ხელი უნდა შეუწყოს მუნიციპალიტეტის აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადების პროცესსა და 2020 წლისთვის დაგეგმილ სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზაციის მოსამზადებელ სამუშაოებს.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში სკოლამდელი განათლების მიმართულებით სპეციალისტის მისაღებად განაცხადები 24 ივლისამდე მიიღება. თანამდებობრივი სარგო 800 ლარია.
კონკურსი გამარტივებული წესით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ განაცხადების გადარჩევისა და გასაუბრების შემდეგ გადაწყვეტილებას საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მიიღებს.
ამ თანამდებობაზე დასანიშნად, ამ მომენტისათვის, განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე სამ დაინტერესებულ პირს აქვს ატვირთული.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში