

თბილისში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) წარმომადგენლები იმყოფებიან კიბოს კონტროლის საკითხებზე. ვიზიტის მიზანია საქართველოში ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის თანამედროვე მიღწევებისა და გამოწვევების გაცნობა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
მისიის შემადგენლობაში შედის ოთხი ექსპერტი:

აღნიშნულთან დაკავშირებით, 16 ივლისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დიდ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა მრგვალი მაგიდის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ქ. თბილისის მერიის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.
ჯანმოს მისიის წევრები 17 და 18 ივლისს სამუშაო შეხვედრებს გამართავენ კიბოს მართვაში ჩართულ სხვადასხვა ეროვნულ ექსპერტებთან და სამედიცინო სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა