

ნარდის ჩემპიონატით დაიწყო ხარაგაულში დღეს, 16 ივლისს, სამაგიდო თამაშები.
წელს თამაშები სამ სახეობაში – ნარდში, დომინოსა და ჭადრაკში გაიმართება. ნარდის ჩემპიონატში 22 მოთამაშე ჩაერთო. მათგან ორი ქალია.
ნარდის მოყვარული ციური ბლუაშვილი ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს. სამაგიდო თამაშები მშობლებმა შეაყვარეს. თუმცა მათზე აზარტული ქალბატონი ციურის დედამთილი აღმოჩნდა, რომელიც, თურმე ნარდის თამაშისას ყველა საოჯახო საქმეს გადადებდა. ხარაგაულში უკვე ტრადიციად დამკვიდრებულ ჩემპიონატში ციური ბლუაშვილი მესამედ მონაწილეობს. ერთხელ ქალთა შორის ჩემპიონი გახდა.
მეთერთმეტე წელია, რაც ხარაგაულში სამაგიდო თამაშებს მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური მართავს. ამ სამსახურის სპეციალისტი სპორტის საკითხებში ნინო ხარაძე ამბობს, რომ სამაგიდო თამაშების შესახებ ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს გააცვნეს, პირადად დაუკავშირდნენ იმ მოთამაშეებს, რომლებიც წლებია, სამაგიდო ჩემპიონატში მონაწილეობენ. ინფორმაცია სოციალური ქსელითაც გაავრცელეს.
ნინო ხარაძის ინფორმაციით, სამაგიდო თამაშები აგვისტოში მუნიციპალიტეტის სოფლებში ზონების მიხედვით გაიმართება. ხვალ ჩემპიონატი დომინოში, ხოლო ზეგ – ჭადრაკში ჩატარდება. თამაშები 11:00 საათიდან ხარაგაულის კინოთეატრის ფოიეში დაიწყება.
მომავალ კვირაში ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში ტირის ჩემპიონატია დაგეგმილი, აგვისტოში – მინი ფეხბურთსა და სტენდით სროლაში შეჯიბრი.


გთავაზობთ ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის სიტყვას
ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე სოციალურ ქსელში ამ ინფორმაციას აქვეყნებს:
ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური
2026-2027 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო