

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში, შროშა-ძირულას საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულებმა გაფიცვა შეწყვიტეს.
გაფიცვის შეწყვეტის მიზეზი დასაქმებულთა ინტერესების დამცველ ორგზანიზაციას – „რკინიგზელთა ახალ პროფკავშირსა“ და დამსაქმებელს – შპს „ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალს“ შორის დაწყებული მოლაპარაკებებია.
პროფკავშირსა და დამსაქმებელს შორის შეხვედრა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ზესტაფონის მერის, გიორგი გოგლიჩიძის ინიციატივით გაიმართა. მოლაპარაკებებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
მხარეები უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის, ინდივიდუალური ხელშეკრულებების მოწესრიგების, სამუშაო საათების რეგულირებისა და სახელფასო ანაზღაურების საკითხებზე შეთანხმდნენ. ეს ყველაფერი კი, ურთიერთთანამშრომლობისა და სოციალური პარტნიორობის პრინციპების დაცვით, ორმხრივად შემუშავებულ ხელშეკრულებაში აისახება.
ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული მანუჩარ გელაშვილი ამბობს, რომ ჯერჯერობით მიღწეული სიტყვიერი შეთანხმებით დასაქმებულები კმაყოფილები არიან და 17 ივნისიდან მათ შროშა-ძირულას ავტომაგისტრალზე მუშაობა გააგრძელეს.
„რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების“ თავმჯდომარის მოადგილის, ილია ლეჟავას ინფორმაციით, დღეს, 18 ივნისს „ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალისგან“ ინდივიდუალური ხელშეკრულების ნიმუშს ელოდებიან. ილია ლეჟავა იმედოვნებს, რომ მედიაცია საბოლოოდ შედეგიანი აღმოჩნდება.
ფოტოზე: რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენლები ძირულაში დასაქმებულებთან შეხვედრაზე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში