

საქართველოს საჯარო სკოლებში დღეს, 17 ივნისს, სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს – სამეურვეო საბჭოს არჩევნები ტარდება.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძის, ინფორმაციით, ხარაგაულის ყველა საჯარო სკოლაში თვითთმართველობის არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
„არჩევნებში პედაგოგთა მონაწილეობის 100%-იანი მაჩვენებელია, აქტიურობენ მშობლები“,- ამბობს მარინე ვეფხვაძე.
საშუალო საფეხურის სკოლის სამეურვეო საბჭო არანაკლებ 7 წევრისაგან შედგება, ხოლო საბაზო საფეხურის სკოლის – არანაკლებ 8 წევრისა.
სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული წარმომადგენელი. სამეურვეო საბჭოში მასწავლებლებისა და მოსწავლეთა მშობლების არჩევა 3 წლის ვადით ხდება. საარჩევნო პროცესი სკოლებში 16:00 საათზე დასრულდება. არჩევნების შედეგები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.
სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია 5 ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა.
სამეურვეო საბჭოს პირველი არჩევნები სკოლებში 2006 წელს ჩატარდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში