

ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში დღეს, 7 ივნისს, ტირის ჩემპიონატი გაიმართა.
მიზანში სროლაში ერთმანეთს ხარაგაულის გიმნაზიის, ბორითის, ვახანის, საღანძილის, კიცხის, ვარძიის, ბორის, ლეღვანის, მარელისის, ხარაგაულის #2 და #3 საჯარო სკოლების 60-მდე მოსწავლე ეჯიბრებოდა.
ვაჟებს შორის შორის საუკეთესო შედეგი სანდრო ჭიპაშვილმა აჩვენა; მეორე ადგილი საბა ბერაძემ მოიპოვა; მესამეზე საბა ბარბაქაძე გავიდა. გოგონათა შორის საუკეთესო მსროლელად ანი ინასარიძე დასახელდა.
გამარჯვებულები სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვნდნენ.
ტირის ჩემპიონატი ხარაგაულის მერიის განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის (უფროსი ირინე ჩხეიძე) ორგანიზებით გაიმართა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში