

ხარაგაულის კინოთეატრში ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი 5 ივნისს, 18:00 საათზე, პრემიერას გამართავს.
წარმოდგენილი იქნება მწერალ გურამ დოჩანაშვილის პიესის მიხედვით რეჟისორ ირინე ჩხეიძის მიერ დადგმული სპექტაკლი „ხორუმი ქართული ცეკვაა.“
სპექტაკლის რეჟისორის ინფორმაციით, პრემიერაზე გურამ დოჩანაშვილს ელოდებიან.
7 ივნისსს ეს სპექტაკლი ხარაგაულში განმეორებით გაიმართება. 8 ივნისს კი ხარაგაულის სახალხო თეატრი ამ სპექტაკლით იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე „თეატრალური იმერეთი 2019“ წარსდგება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა