

მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შედგა.
შეთანხმების თანახმად, დასაქმებულები 28 მაისიდან დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს.
ჭიათურელი მაღაროელები 16 მაისიდან გაიფიცნენ, თხუთმეტმა მათგანმა კი პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. მაღაროელები შრომის პირობების გაუმჯობესებასა და ანაზღაურების გაზრდას ითხოვდნენ.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ეკონომიკის, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები: ნათია თურნავა, დავით სერგეენკო და მიხეილ ბატიაშვილი 27 მაისს ჭიათურაში ჩავიდნენ.
მაღაროელებთან შეხვედრა სწორედ მათი მონაწილეობით გაიმართა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისგან გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ჭიათურის ახლად არჩეული მერი გივი მოდებაძე, მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე, „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი და ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი.
გიორგი კურტანიძის ფოტოები



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში