

ხარაგაულის კინოთეატრში მშენებელ ორგანიზაციასთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა. ხარაგაულის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, დავით დევდარიანის, თქმით, „განახლებული კინოთეატრის შენობაში მოსაწესრიგებელია ბუნებრივი გაზისა და წყლის გაყვანილობა. ამ სამუშაოებთან დაკავშირებული ხარჯები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიფარება. ტენდერით უკვე გამოვლენილია გამარჯვებული ორგანიზაცია. აპარატურამ ელენერგიის დიდი სიმძლავრე მოითხოვა. ამიტომ ახალი განაცხადი შევიტანეთ „ენერგო პრო ჯორჯიაში“ ტექნიკური პირობის მისაღებად. განაცხადი ასევე შევიტანეთ „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა“ და „სოკარში.“ სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება, – ამბობს დავით დევდარიანი.
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა