

საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული პროექტები წელსაც განხორციელდება. ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, დავით კიკნაძის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე მოწესრიგდება სკოლების შენობების სახურავი, კარ-ფანჯრები და სველი წერტილები. მისივე თქმით, წელს რეაბილიტაცია ჩატარდება ვახანისა და კიცხის საჯარო სკოლბში. გარემონტდება ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ოთახები.
გადაწყვეტილია ხარაგაულის #2 და #3 საჯარო სკოლების გაზიფიცირება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებში ვერ მოხვდა ზვარის საჯარო სკოლა, რადგან სკოლა რკინიგზის ახალი ხაზის მშენებლობის არეალში ხვდება. დავით კიკნაძის ინფორმაციით, სკოლა საჭიროებს გადახურვას და კარ-ფანჯრების გამოცვლას.
მიცვალებულისადმი უპატივცემულობისა და საფლავზე
ახალსოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნატო წარიაშვილის ყოველი დღე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კახეთში ,,ევროპის დღე 2026“ აღნიშნა.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს გლობალური
„2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებული ყველა