

დღეს ცნობილი გახდა, რომ განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო საპენსიო ასაკის პედაგოგებს, პროფესიიდან გასვლის შემთხვევაში, გარკვეულ პირობებს შესთავაზებს.
კონკრეტულად: საპენსიო ასაკის მასწავლებლები, რომლებიც არ იქნებიან სტატუსის ამაღლების მსურველები, 2019 წელს პროგრამიდან გასვლის შემთხვევაში მიიღებენ ფულად ჯილდოს ორი წლის ჯამური ხელფასის ოდენობით ერთიანად და ამასთან, ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს სიცოცხლის ბოლომდე;
თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი სტატუსის ამაღლების ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგაც ვერ აიმაღლებს სტატუსს, მას რჩება შესაძლებლობა, სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე, დროებით ხელშეკრულების საფუძველზე განაგრძოს პროფესიული საქმიანობა;
პრაქტიკოსი, საპენსიო ასაკის მასწავლებელი, სტატუსის ამღლების ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგაც, პროფესიიდან გასვლის შემთხვევაში, ისარგებლებს პრივილეგიით, მიიღებს ფულად ჯილდოს და დაზღვევას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბებიის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ხარაგაულში, მძლეოსნობასა და ფრენბურთში
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების – ნინო კაპანაძისა და თამთა გოგოლაძის
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა